რა შეღავათები შეეხება ტურიზმს? - მთავრობის 200-მილიონიანი დახმარების გეგმა
რა შეღავათები შეეხება ტურიზმს? - მთავრობის 200-მილიონიანი დახმარების გეგმა

A+ A-

20:35 07/05/2020

საქართველოს მთავრობამ  საერთაშორისო და შიდა ტურისტებისათვის  ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა ითვალისწინებს როგორც ქვეყნის შიგნით შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს, ისე ტურიზმის სფეროს დახმარების პაკეტებს.

ტურიზმის სექტორის ამოქმედება  სამ ეტაპად  მოხდებ : მოსამზადებელი, გახსნისა და საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედების ეტაპებად.

ასევე ეტაპობრივად სახელმწიფოსგან ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო და იურიდიული პირებიც მიიღებენ დახმარების პაკეტებს.

სულ, სახელმწიფოს მხრიდან, ტურიზმის სექტორზე 200 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება გაიცემა, აქედან 135 მილიონი ლარი საგადასახადო შეღავათებზე მოდის.

პირველი ეტაპი

1.დახმარების პირველ ეტაპზე ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს სუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადებათ;

2.მცირე სასტუმროებს სახელმწიფო უსუბსიდირებს საბანკო სესხების 80%-ს;

3.მოხდება შუამდგომლობა ტურისტულ ინდუსტრიასა და კომერციულ ბანკებს შორის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

 

მეორე ეტაპი:

1.დახმარების მეორე ეტაპზე, ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ  1 200 ლარს, ანუ 6 თვის მანძილზე 200 ლარს.

2.ტურისტულ სექტორში თვითდასაქმებულები, რომელთაც დაკარგეს შემოსავლები, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით;