პანდემიის შემდეგ, ქვეყანაში ლტოლვილების ტურიზმს მივიღებთ - ხუხაშვილი
პანდემიის შემდეგ, ქვეყანაში ლტოლვილების ტურიზმს მივიღებთ - ხუხაშვილი

A+ A-

17:26 07/05/2020

საქართველოში ტურისტებად იმ ქვეყნებიდან ჩამოვლენ, სადაც მძიმე მდგომარეობა იქნება და ქვეყანაში ლტოლვილების-ტურიზმს მივიღებთ. ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს.

"ტურიზმის მოკლევადიანი პერსპექტივები ბუნდოვანია. შემდეგი მიზეზებით:

1. კაცობრიობის “სოციალური სტრესი” მკვეთრად შეამცირებს ნაკადებს.

2. მეორე ტალღის შიშით ადამიანები მოერიდებიან უცხო ქვეყანაში ფორს-მაჟორს.

3. საქართველოში მოდის ტურისტი საშუალო ფენიდან, რომელიც მუშაობს, აგროვებს ფულს და მერე ხარჯავს. წელს ეს თანხა სახლში მჯდომმა უკვე დახარჯა.
ვინ შეიძლება ჩამოვიდეს?

ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდან, სადაც მძიმე მდგომარეობა იქნება და ფაქტობრივად ლტოლვილების-ტურიზმს მივიღებთ, რაც ცალკე უბედურებაა...", - წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

გეგმის მიხედვით ტურიზმის გახსნა 3 ეტაპად მოხდება. 1 ივლისიდან კი, საქართველოში საერთაშორისო ტურისტებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა.