უსაფრთხო კორიდორების შექმნის შემთხვევაში, საქართველოს მზადაა რუსი ტურისტები მიიღოს - ეკონომიკის მინისტრი
უსაფრთხო კორიდორების შექმნის შემთხვევაში, საქართველოს მზადაა რუსი ტურისტები მიიღოს - ეკონომიკის მინისტრი

A+ A-

16:40 07/05/2020

საქართველოს მზად არის საერთაშორისო ტურისტების მათ შორის, რუსი მოგზაურების მისაღებად. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსი ტურისტები საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ.

„ტურისტული კორიდორების შექმნა არის უსაფრთხო კორიდორების შექმნა. თვითონ ტურისტული კორიდორების სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს კორიდორები უნდა იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთხო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, დამხევდრი ქვეყნისთვის.

ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს“, - განაცხადა თურნავამ.