ჩვენ უკვე გაგვაჩნია მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც პანდემიის შემდეგ აქტუალური გახდებიან - თურნავა
ჩვენ უკვე გაგვაჩნია მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც პანდემიის შემდეგ აქტუალური გახდებიან - თურნავა

A+ A-

16:05 07/05/2020

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები - ეს იმ მიმართულებების ჩამონათვალია, რომლებიც პანდემიის დასრულების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური გახდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

„კიდევ ერთი ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის. ეს არის ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავმოყრის გარეშე მივაწოდოთ ხარისხიანი ტურისტული სერვისები. ეს არის: სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, მთის კურორტები“, - განაცხადა თურნავამ.