მთავრობა სრულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას დაახლოებით ორ კვირაში წარადგენს - პრემიერ-მინისტრი
მთავრობა სრულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას დაახლოებით ორ კვირაში წარადგენს - პრემიერ-მინისტრი

A+ A-

15:46 07/05/2020

მთავრობა სრულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას დაახლოებით ორ კვირაში წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სექტორალურ, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, უკვე სრულს, რომელზეც ვმუშაობთ საერთაშორისო დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე მსოფლიოში ცნობილი, კონკრეტული ეკონომისტების მხარდაჭერით. ამ გეგმას წარმოვადგენთ დაახლოებით ორ კვირაში“, – განაცხადა გახარიამ.