20 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე სასტუმროებს 5 მილიონ ლარამდე საბანკო სესხის პროცენტის 80% დაუსუბსიდირდებათ
20 მილიონ ლარამდე წლიური  ბრუნვის მქონე სასტუმროებს  5 მილიონ ლარამდე საბანკო სესხის პროცენტის  80%  დაუსუბსიდირდებათ

A+ A-

15:15 07/05/2020

6 თვის განმავლობაში, ყველა სასტუმროს, რომელთა წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, საბანკო სესხის პროცენტის 80% პირველ 5 მილიონ ლარზე დაუსუბსირდებათ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ასეთია სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც 1 ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას,“ - განაცხადა თურნავამ.