ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და ჩინური კომპანიის ტერიტორია დატბორა
ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და ჩინური კომპანიის ტერიტორია დატბორა

A+ A-

13:26 07/05/2020

უხვი ნალექის გამო, ხარაგაულში მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და ჩინური კომპანიის კუთვნილი ტერიტორია დაფარა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სტიქია საცხოვრებელ სახლებს არ შეხებია. წყლით ჩინური კომპანიის ის ტერიტორია დაიფარა, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ​ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტს წვიმამ პრობლემები შეუქმნა და ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთიც დატბორა.

"სავარგული ჰქონდა ერთ გლეხს და იქ დატბორა. ჩინურ კომპანიას მივმართეთ, დაასუფთავა კალაპოტი და დაიწია წყალმა, - ამბობს თოფურიძე.