რუსეთში მილიარდერის ცხედარი იპოვეს
რუსეთში მილიარდერის ცხედარი იპოვეს

A+ A-

11:05 07/05/2020

რუსეთში სამართალდამცველებმა მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს. როგორც რუსული მედია საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, ცხედარი მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში იპოვეს. დამატებითი სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, 52 წლის მილიარდელი ჯგუფ „ალტეკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც ანტრაციტსა და ნახშირს მოიპოვებს.

ჟურნალ „ფორბსის“ უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 1.1. მილიარდი დოლარით, ბოსოვი 86-ე პოზიციაზეა.