გია აბაშიძის ბოდვებზე კომენტარის გაკეთებისთვის მცალია?! - ინგა გრიგოლია
გია აბაშიძის ბოდვებზე კომენტარის გაკეთებისთვის მცალია?! - ინგა გრიგოლია

A+ A-

15:16 06/05/2020

ტელეკომპანია “პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია პოლიტიკის ექსპერტის, გია აბაშიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს “ბოდვას“ უწოდებს.

საუბარია აბაშიძის იმ პოსტზე, რომელშიც ექსპერტი აცხადებს, რომ “TV პირველზე“ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა კონტროლი დაამყარა და როგორც უზურპატორს სჩვევია, საკუთარ წარმომადგენლად, “სანდოობის ზენიტში მყოფი ფილდკომანდერი, უკადრებლის მკადრებელი ნოდარ მელაძე მიავლინა“.

“აბაშიძის ბოდვებზე კომენტარის გაკეთებისთვის მცალია?!“ - განუცხადა “2020NEWS“-ს ინგა გრიგოლიამ.

ინფორმაციისთვის, ექსპერტმა გია აბაშიძემ აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა. ექსპერტის თქმით, “TV პირველზე” ამიერიდან გაყალბდება და ფაბრიკაციას დაექვემდებარება ყველაფერი, რაც ბუნებაში ნატურალური ფორმით არსებობს“.