დონალდ ტრამპის პირადი დაცვის წევრები ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ - ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო
დონალდ ტრამპის პირადი დაცვის წევრები ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ - ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო

A+ A-

15:41 05/05/2020

დონალდ ტრამპის პირადი დაცვის წევრები ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ამის შესახებ ვენესუელას ლიდერმა, ნიკოლას მადურომ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

როგორც მადურომ განმარტა, ვენესუელას ტერიტორიაზე შეჭრა დაქირავებულმა მებრძოლებმა, კოლუმბიის ტერიტორიიდან ვაშინგტონის მხარდაჭერით სცადეს, რომელთა მიზანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და მადუროს ლიკვიდაცია იყო.

ვენესუელას ლიდერის თქმით, დაჯგუფების რვა წევრი ქვეყნის სამხედროებმა მოკლეს, რამდენიმე მათგანი კი დააკავეს.

მადუროს განცხადებით, დაჯგუფების ორი წევრი, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის პირადი დაცვის თანამშრომელია. ვენესუელას სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს ამერიკული პასპორტები და დაასახელეს მათი ვინაობა: აირან ბერი და ლუკ დენმანი.

მადუროს თქმით, შეჭრის მზადების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი და „ტერორისტული ჯგუფის“ შესაპყრობად 25 000 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნეს.

მოგვიანებით, „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში, აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმ „მწვანე ბერეტების“ ყოფილმა მებრძოლმა, ჯორდან გუდრომ დაადასტურა, რომ ორი დაკავებული ამერიკელი „მწვანე ბერეტების“ ყოფილი და ამასთან, 60-კაციანი დაჯგუფების წევრია.

ჯორდან გუდრო ამჟამად ფლორიდაში დაცვის კერძო კომპანიას ხელმძღვანელობს. ვაშინგტონში ნიკოლას მადუროს მიერ გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებენ და ოპერაციაში მონაწილეობას უარყოფენ.