"ექიმებისა და ექთნების ნაწილი უმუშევარი დარჩება - ვინ შეიწირავს ჯანდაცვის სისტემას: მინისტრი თუ კორონავირუსი?!"
"ექიმებისა და ექთნების ნაწილი უმუშევარი დარჩება - ვინ შეიწირავს ჯანდაცვის სისტემას: მინისტრი თუ კორონავირუსი?!"

A+ A-

17:14 01/05/2020

ბათუმში, თბილისში, ქუთაისში პოლიკლინიკების ნაწილი ავტომატურად დაიხურება და ოჯახის ექიმების, ექთნების ნაწილი უმუშევარი დარჩება - ამ ქაოსს ჯანდაცვის სიტემაში კი,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მე-15 დადგენილების ამოქმედება გამოიწვევს.

„პანდემიის პირობებში, ამ დადგენილების ამოქმედება სრული მავნებლობაა“, - ასე აფასებს “2020NEWS“-თან ინტერვიუში ჯანდაცვის საკითებში ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე მე-15 დადგენილებას.

მისივე თქმით, რასაც დღეს ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს, რეფორმა არ არის - დღეს ჯანდაცვის რეფორმის ილუზია ხორციელდება.

ვახტანგ სურგულაძე: დადგენილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში რომელიმე კლინიკა 7 ათასზე ნაკლებ ბენეფიციარს მოემსახურება, მას სახელმწიფოს დაფინანსება შეუწყდება. ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ მიიღებენ მონაწილებას სახელმწიფო პროგრამაში, რაც ყოველთვიურად ერთ პაციენტზე 1.93 ლარის გადახდას გულისხმობს. ასე იწყებენ ჯანდაცვის რეფორმას?!

-ბატონო ვახტანგ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან  მე-15 დადგენილების ამოქმედება სწორი გადაწყვეტილება?

- რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ჯანდაცვის სამინისტრის მხრიდნ მე-15 დადგენილების ახლა ამოქმედება, ამ საკითხზე თავად სამინისტროს აქვს ბუნდოვანი დასაბუთება. ვინ შეიწირავს ჯანდაცვის სისტემას: მინისტრი, თუ კორონავირუსი, ეს საკითხავია.

როცა ხელისუფლებას სჭირდება, კონსტიტუციას კვირაში სამჯერ ცვლის. აგვისტომდე ან სექტემბრამდე ვერ მოითმინეს?! პირდაპირ გეუბნებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ამ დადგენილების ამოქმედება სრული მავნებლობაა. რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს, რეფორმა არ არის. სამინისტრო ცდილობს აჩვენოს, რომ რაღაცას აკეთებს.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს. დღეს  ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ილუზია ხორციელდება. 

-რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მე-15 დადგენილების ახლა ამოქმედება?

-ალბათ, სამინისტროს თანხმების დაზოგვა უნდა. საქართველოში ძალიან ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რაც ლოგიკურ ჯაჭვს არ შეესაბამება. რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მაგრამ ახლა - არა.

- გამოიწვევს თუ არა მე-15 დადგენილების ამოქმედება ექთნებისა და ექიმების უმუშევრად დარჩენას?

-ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ექიმების ნაწილი უმუშევარი ნამდვილად დარჩება. იმაზე არავის უფიქრია, რომ სხვა კლინიკებს დამატებითი პერსონალი არაფერში სჭირდებათ?! საქართველოში უმუშევრობის პრობლემაა და არა -  მეტი მუშახელის.  

-რა არის საჭირო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის?

-პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის საფუძველია. ქვეყანაში თუ კარგად აწყობილი პირველადი ჯანდაცვა არ გაქვს,  სისტემაში ყოველთვის პრობლემები იქნება.

სასაუბრო ძალიან ბევრია, თუმცა მოკლედ გეტყვით, ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარია -პრიორიტეტების სწორად გამოკვეთა. პირველად ჯანდაცვას გააჩნია 13 ფუნქცია, რომელიც ოჯახის ექიმმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.

უნდა არსებობდეს ექიმების, ექთნების წახალისების, გადამზადების ფუნქცია. ეს ყველაფერი პარალელურად უნდა კეთდებოდეს და არა - ცალ-ცალკე. როდესაც სოფლის ექიმი ხელფასის სახით 500-600 ლარს ღებულობს, მაღალმთიანი რეგიონების გამოკლებით, რა მოტიცაციაზეა საუბარი? ექიმი არ უნდა ფიქრობდეს, ბავშვს სახლში “კამფეტი“ როგორ მიუტანოს. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე