საქართველოში COVID-19-ის მწვავე ფორმებით გავრცელებას რაღაც უშლის ხელს, რა - მალე გამოჩნდება - ინფექციონისტი
საქართველოში COVID-19-ის მწვავე ფორმებით გავრცელებას რაღაც უშლის ხელს, რა - მალე გამოჩნდება - ინფექციონისტი

A+ A-

19:20 21/04/2020

ყველა ქვეყანაში  კოვიდინფექცია სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ამ განსხვავებას, როგორც  “2020NEWS“ -თან ინტერვიუში ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ვირუსის გენური მუტაცია განაპირობებს.

ინფექციონისტის თქმით, ნებისმიერი ვირუსი  გარკვეულ პირობებში მუტირებს. კოვიდ-19-იც  ყველა ქვეყანაში კოვიდ-19 -ია, მაგრამ სახეშეცვლილი ფორმით.

როგორც ხმალაძე აცხადებს, საქართველოში კოვიდ 19-ის მწვავე ფომებით გავრცელებას, “რაღაც უშლის ხელს, რა - მალე გამოჩნდება“. 

ინფექციონისტის თქმითვე,  პრეპარატი “პლაქვენილი“, რომელსაც სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო მძიმე პაციენტების სამკურნალოდ იყენებს, ეფექტური პრეპარატია და ამ საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს.

ირაკლი ხმალაძე: “პლაქვენილი“ არ არის ანტიბიოტიკი. ის არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მალარიის საწინააღმდეგოდ. ეს წამალი ამ დაავადების სამკურნალოდ შეიქმნა. ამ წამალს კორონავირუსთან ბრძოლის გარკვეული ეფექტური შედეგები აღმოაჩნდა. ჩვენ კოვიდ-19 -ის სამკურნალო პრეპარატი არ გაგვაჩნია, ამიტომ ყველა ექიმი ცდილობს, გამოიყენოს ის წამალი, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ეფექტურ შედეგს მიცემს.

“პლაქვენილი“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ის სამკურნალო პრეპარატია. ნებისმიერ პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები, ამის გამო, წამლების მოხმარება არ უნდა ავკრძალოთ.

-ბატონო ირაკლი, თუკიპლაქვენილიკორონაირუსთან ბრძოლის მხრივ, ეფექტურია. რატომ გაჩნდა სთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი?

-ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გაჩნდებოდა. ჯერ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქვეყანაში - იტალიაში, ჩინეთში, საფრანგეთსა და ა.შ. კოვიდინფექცია აშკარად სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ამ განსხვავებას განაპირობებს  ვირუსის გენური მუტაცია. ნებისმიერი ვირუსი მუტირებს გარკვეულ პირობებში. ყველ ქვეყანაში კოვიდ-19 -ია, მაგრამ სახეშეცვლილი ფორმით.

ეს, დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს, მაგრამ მისი შინაარსი არ შეიცვლება.

ნებისმიერ ადამიანს გააჩნია სუსტი თუ ძლიერი იმუნიტეტი. როდესაც ვირუსი მის ორგანიზმში ხვდება, იგი ეგუება ამ ორგანიზმს. თუ ადამიანი გადარჩება, მაშინ ვირუსი ნადგურდება.

არის სიტუაცია, როდესაც ვირუსი შეეყრება ადამიანს და იგი გადასდებს სხვას. ამ შემთხვევაში, ხდება ვირუსის პასაჟირება, ეს ვირუსის გაძლიერებას უწყობს ხელს და მის იმუნურ სისტემასთან ბრძოლასაც აძლიერებს. ასევე შესაძლოა, შეიცვალოს ვირუსის გენსტრუქტურაც. ეს გარკვეუწილად, ზოგჯერ  მოქმედებს კლინიკური ნიშნების გამოვლენაზეც.

შემიძლია პირადპირ გითხრათ, რომ საქრთველოში ბევრად უფრო ნაკლები ტრაგიკულობით და სიმძიმით მიმდინარეობს ეს ვირუსი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამ ვირუსმა საქართველოში მასიური გავრცელება ვერ ჰპოვა. ვირუსის გავრცელბას რაღაც უშლის ხელს.

მინდა, ჩვენი მედიცინისა და ჩვენი პრევენციული მეთოდების ჩამტარებელ ადამიანებს ვუთხრა მადლობა, რომ მათ მართლაც ივაჟკაცეს და დროულად მოხდა ყველაფერი, რაც უნდა მომხდარიყო.

-სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველში რატომ მიმდინარეობს კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმით გავრცელება?

-საქართველოში კორონავირუსი ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ის ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ აშკარად, დამაძიმებულ მდგომარეობაში იყვნენ, მათ ჰქონათ გვერდითი დაავადებები. მათ ჩვეულებრივი მძიმე გრიპი რომ შევხვედროდათ, იგივე ფატალური შედეგი დადებოდა.

თუ საქართველოში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრია საზოგადოებაში ატიპიური ფორმები, ანუ ის ფორმები, რომელთა დიფერენცირება, იაგნოსტიკა არ მოხდა. მათი აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატიული ტესტებით არის შესაძლებელი.

არ გამიკვირდება, მთელი საქართველოს მოსახლეობას რომ ჩაუტარდეს გამოკვლევა კოვიდინფექციაზე, ბევრად მეტი ინფიცირებული აღმოჩნდეს.  განსაკუთრებით  ამ დღეების შემდეგ, რაც სააღდგო დღესასაწულებს უკავშირდება.

-საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. რა იქნება ამის შემდეგ - ზაფხულში ვირუსის გავრცელების ტემპები შემცირდება?

-მნიშვნელოვანია, როგორ გავრცელდება ინფექცია - არითმეტიკული თუ გეომეტრიული პროგრესიით, ანუ  ინფიცირებულთა რაოდენობის მიმატება მოხდება, თუ გადამრავლება.

ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენ პიკს ველოდებით არა ზამთარში, არამედ გაზაფხულზე, ანუ სითბოში.  დარწმუნებული ვარ, როცა დათბება, ბევრად მეტი იმუნიტეტგაძლიერებული ადამიანი დახვდება ამ ვირუსს, რადგან შემოვა ხილი, ბოსტნეული.

ზაფხულში ბევრად უფრო ძლიერია ადამიანი და იშვიათად ცივდება. მთავარია, რომ ვირუსის გავრცელების პიკამდე ძალიან ნელა მივიდეთ. პიკია ის რაოდენობა, როცა ვირუსი მეტად აღარ გავრცელდება. რამდენი  ადამიანი დაინფიცირდება, ამას ვერავინ გეტყვით. ახლა ჩვენ აღდგომის შეკერებების შედეგებს ველოდებით.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე