რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დახურულ კარს მიღმა?
რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დახურულ კარს მიღმა?

A+ A-

15:15 21/04/2020

ხალხმრავლობით გამორჩეული ეროვნული ბიბლიოთეკის, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ახლა დაკეტილია. კარი დაკეტილია, მაგრამ კარს მიღმა მუშაობა გრძელდება.

და რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახლა, როცა ყველაფერი გაჩერებულია, როცა მსოფლიოს უხილავმა მტერმა დედამიწას ომი გამოუცხადა, რომელი ომიც აუცილებლად, ნაკლები დანაკარგებით უნდა მოვიდოთ.

რა ხდება ახლა დაკეტილ კარს მიღმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში? - „2020NEWS”-ს ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ესაუბრა.

- გიორგი, რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში? რა კეთდება ახლა მკითხველისათვის ამ ვითარებაში ხელის შეწყობის მიზნით და რას გვპირდებით პანდემია გადალახულებს?

- ეროვნული ბიბლიოთეკა ცდილობს, მოცემული მდგომარეობის გამო, მცირე რესურსებითაც კი, რაც შეიძლება ეფექტურად გაუმკლავდეს ამ სირთულეს. ეროვნული ბიბლიოთეკის იმ ძვირფას თანამშრომლებს, რომლებიც 70 წელს გადაცდნენ, მარტოხელები ან სპეციალური საჭიროების მქონენი არიან, ყველა სამედიცინო წესის დაცვით, ნივთ-პროდუქტებს სახლში ვაწვდით.

იმ თანამშრომლებს, მათ შორის რამდენიმე ყოფილ ბიბლიოთეკარს, ვინც ახლა თბილისს გარეთ იმყოფება, ჩვენი სახელდახელო ფონდიდან პერიოდულად თანხას ვურიცხავთ. პარალელურად ვემსახურებით მკითხველს, ვისაც აქვს გარდაუვალი საჭიროება კონკრეტული წიგნების და ელექტრონულ ვერსიებს ვაწვდით.

- რამდენი წიგნი დასკანერდა და რა ნიშნით არჩევდით წიგნებს?

- ასამდე წიგნი დავასკანერეთ და ათიათასობით წიგნი და ჟურნალ-გაზეთი გავხსენით მკითხველისთვის.

- როგორ ემზადებით ეპიდემიის შემდგომი პერიოდისათვის?

- უამრავი გეგმა მაქვს. მაგრამ ყველაზე მთავარი გეგმა პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაციის დაწყება და სოფლის ბიბლიოთეკების მომარაგების განახლებაა.

-ანუ თქვენი მთავარი გეგმა ლეგენდარული სამკითხველო დარბაზის გახსნას უკავშირდება. 

- არა მხოლოდ.

ნინო გედენიძე

პ.ს. შეგახსენებთ ჩვენს ელექტრონულ მისამართს: www.nplg.gov.ge - მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა და იკითხეთ პროექტ „ივერიელის“ ფარგლებში.