ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს
ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს

A+ A-

21:06 17/04/2020

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური ადასტურებს.

სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.

დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები რამდენიმე დღით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსული, ხოლო როდესაც უკან დაბრუნდნენ, ისინი რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გადაყვანამდე მათ ტემპერატურა გაუზომეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში ჰყავთ მოთავსებული.

"1tv.ge"