გასულ დღე-ღამეში ნიუ იორკში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა
გასულ დღე-ღამეში ნიუ იორკში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა

A+ A-

00:52 10/04/2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა. ნიუ იორკის შტატი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. 

 შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში 24 საათში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში, კორონავირუსით 159 937 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 7 067 - გარდაცვლილი.