საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 8,6 მილიონი ლარია
საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა  8,6 მილიონი ლარია

A+ A-

19:54 09/04/2020

საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, მთლიანობაში დაჯარიმებულია 2,815 ადამიანი და 14 იურიდიული პირი. მათზე დაკისრებულმა ჯარიმამ კი მთლიანობაში 8 მილიონ 665 ათასი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას " ფლანგვის დეტექტორი" შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ფლანგვის დეტექტორი" უერთდება წესების დაცვის მოთხოვნას, რითიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც დაცული იქნება და თქვენც ნაკლებ ფინანსურ ზარალს მიიღებთ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.