"ოცნების" პარტიული ბალანსების გადანაწილების უკან ივანიშვილი და "ოცნების" დანარჩენი მომცრო ფიგურები დგანან - მამუკა კაციტაძე
"ოცნების" პარტიული ბალანსების გადანაწილების უკან ივანიშვილი და "ოცნების" დანარჩენი მომცრო ფიგურები დგანან - მამუკა კაციტაძე

A+ A-

18:49 08/04/2020

“ქართული ოცნების“ პარტიული ბალანსების გადანაწილების უკან ბიძინა ივანიშვილი და შემდეგ, “ქართული ოცნების“ დანარჩენი მომცრო ფიგურები დგანან“. ეს ყოველივე ემსახურება იმ არჩევნებს, რომლის მოგებაც “ოცნებას“ საკუთარი საკადრო პოლიტიკის ფონზე, რთულად წარმოუდგენია.

ასე გამოეხმურა 2020NEWS“-თან ქუთაისის, თერჯოლისა და ონის მერების მიერ თანამდებობიდან გადადგომის საკითხს “ლელო -საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი მამუკა კაციტაძე.

კაციტაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფიგურები ძალაუფლების გადანაწილებით არიან დაკავებული.

“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს დღესდღეობით სულ სხვა გამოწვევები აქვს და მთელი დედამიწა კორონავირუსთან ბრძოლით არის დაკავებული, “ქართულ ოცნებაში“ სხვა საფიქრალი უფრო პრიორიტეტულია, რასაც ჰქვია შიდაპარტიული წმენდა და შიდაპარტიული ძალთაგადანწილების ცვლილება.

მაშინ, როცა მედიკოსები გვეუბნნებიან, რომ ორ-სამ კვირიაში პანდემიის პიკი შეიძლება იყოს, “ქართული ოცნება“ დაკავდა იმით, რომ შიდასაკადრო ბალანსებს აწარმოებს. საზოგადოების გადატანილი ყურადღების ფონზე, ხდება

ამ ტიპის ცვლილებების განხორციელება. უნდათ, როგორმე მიაჩუმათონ, მოასწრონ შიდაპარტიული პრობლემბის დაძლევა.

რომელი კლანი რომელს ებრძვის, ვის მხარეს გადაიხარა ივანიშვილის გემოვნება, ჩემთვის აბსლუტურად მეორე ხარისხოვანია“, - განაცახდა კაციტაძემ.

კაციტაძე “ოცნებას“ მოუწოდებს, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მეტი იფიქროს.

“დედამიწა და ჩვენი ქვეყნა პრობლემების ქვეშაა. მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიებიც კი ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად, გავაერთიანოთ ძალისხმევა, არ არის ახლა საჭირო პოლიტიკური კინკლაობა. ერთობლივი ძალისხმევით შეთავაზებები კეთდება და უცებ ასეთ მდგომარეობაში ვიღაცას ონის, ქუთაისისა და თერჯოლის მერები ახსენდება. ამ პარტული ბალანსების გადანაწილების უკან ივანიშვილი და შემდეგ, “ოცნების“ დანარჩენი მომცრო ფიგურები დგანან.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა აბსოლუტურად სხვაა. ეს მდგომარეობს, ერთი მხრივ, პანდემიასთან ბრძოლაში და მეორე მხრივ, კიდევ უფრო რთულ გამოწვევებში, რაც სოციალური კუთხით გველოდება ხვალ და ზეგ. მოვუწოდებდი “ქართულ ოცნებას“, უფრო მეტი ამაზე იფიქროს“, - განაცხადა კაციტაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსისგან გამოწვეული, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ თერჯოლისა და ონის მერმა და მათმა პირველმა მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც ვეღარ შეინარჩუნა.

როგორც მერები აცხადებენ, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე