"ტვიტერის" დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ერთი მილიარდი დოლარი გადარიცხა
"ტვიტერის" დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ერთი მილიარდი დოლარი გადარიცხა

A+ A-

11:30 08/04/2020

„ტვიტერის“ დამფუძნებელმა, ჯეკ დორსმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ერთი მილიარდი დოლარი გადარიცხა.

საუბარია ჯეკ დორსიზე, რომელმაც ქონების მეოთხედი საკუთარ ფონდში „სთართ სმოლში“ გადარიცხა. ეს ფონდი კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად მიმართულ პროექტებს დააფინანსებს.

მისივე თქმით, პანდემიის დაძლევის შემდეგ მისი ფონდი ჯანდაცვაზე და განათლებაზე მიმართულ პროექტებზე იქნება ორიენტებული.

უკვე ცნობილია, რომ „ტვიტერის“ დამფუძნებლის ფონდიდან 100 000 დოლარს მიიღებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ამერიკას ფუდ ფონდი“, რომელიც პანდემიის დაზარალებულ მოქალაქეებს სურსათით მოამარაგებს.

1tv.ge