ტრამპის მუქარის შემდეგ ინდოეთმა "პლაქვენილის" ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა
ტრამპის მუქარის შემდეგ ინდოეთმა "პლაქვენილის" ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა

A+ A-

14:38 07/04/2020

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ, ოფიციალურმა ინდოეთმა განცხადება გააკეთა და კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის - „პლაქვენილის“ ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა.

„პლაქვენილის“ გარდა საექსპორტო აკრძალვა სხვა პრეპარატებზეც მოიხსნა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანურაგ შრივასტავამ განაცხადა, რომ ინდოეთს „პლაქვენილის“ საკმარისი რაოდენობა აქვს და აკრძალვა ამიტომ მოიხსნა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა, თუ ეს ქვეყანა პრეპარატ „პლაქვენილზე“ საექსპორტო აკრძალვას არ მოხსნიდა.

ოფიციალურმა დელიმ დღეს ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა.