ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინის ზონიდან ცხელებით ორსული შეიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინის ზონიდან ცხელებით ორსული შეიყვანეს

A+ A-

12:21 07/04/2020

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული შეიყვანეს.

ახლაგაზრდა ქალს აღენიშნება ცხელება და ხველა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ორსული იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის ორი დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.

1tv.ge