საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  39-მდე გაიზარდა

A+ A-

18:46 06/04/2020

საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 39 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  386.