საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

A+ A-

19:40 04/04/2020

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 80 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის და დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.

მისივე განმარტებით, 3-4 პაციენტი არის პნევმონიით, თუმცა სიტუაცია მართვადია. ამასთან, 15 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, რომლებიც გერმანიიდან იყვნენ ჩამოსულები და კარანტინში არიან. მათი პასუხები უარყოფითია და კარანტინს დაუბრუნდნენ.

ამ დროისთვის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.