ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე - მაია ცქიტიშვილი
ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე - მაია ცქიტიშვილი

A+ A-

18:01 30/03/2020

“ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე. რომელიც მხოლოდ შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით”, - ამის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმუშავებენ: ტელე-კომუნიკაციების სექტორი, მობილური ოპერატორები, საბანკო სფერო, სასურსათო და სააფთიაქო ქსელი, კომუნალური და მუნიციპალური სერვისები, საფოსტო მომსახურება.

„ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის დადგენილი იქნება სპეციალური რეჟიმი. ეს სექტორები იმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვები არ ვრცელდება შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებზე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ხვალიდან კი, საქართველოში, საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება.