ტოკიოს ოლიმპიადია, შესაძლოა, 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნას
ტოკიოს ოლიმპიადია, შესაძლოა, 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნას

A+ A-

13:02 29/03/2020

ერთი წლით გადადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, შესაძლოა, 2021 წლის 23 ივლისს გაიმართოს.

ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა გამოაცხადა, რომ თამაშების ახალი ვადის შესახებ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდებოდა, თუმცა, გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა” გაარკვია, რომ ახალ თარიღებს უფრო ადრე გამოაცხადებენ.

კერძოდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 30 მარტს გამართავს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას, რომლის შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი ოლიმპიადის ჩატარების ახალი ვადები.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები დაგეგმილი იყო 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე, თუმცა ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიტანეს კორონავირუსის პანდემიის გამო.