შერჩეულია შვიდი კერძო ლაბორატორია, რომელსაც ტესტირების ჩატარების უფლება აქვს - ეკატერინე ტიკარაძე
შერჩეულია შვიდი კერძო ლაბორატორია, რომელსაც ტესტირების ჩატარების უფლება აქვს - ეკატერინე ტიკარაძე

A+ A-

16:37 26/03/2020

ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება და ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო ერთობლივად. დღეის მდგომარეობით 8 კომპანიას ჰქონდა შემოტანილი ტესტების შემოთავაზება დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში და რეგულირების სააგენტომ თავის მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავლილი კომუნიუკაციის საფუძველზე, 4-კომპანიას დართო ნება, რომ საქართველოში სწრაფი ტესტები და ასევე პისიარ ტესტებიც შემეტანა.

ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არც ერთ უწყებას, ისევე როგორც კერძი სექტორს არ აქვს უფლება ნახოს მოგება მოქალაქეებზე, რომელსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული იყო საქართველოში.

სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და გარკვეულ შეთხვევებში ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ასევე იქნება ექიმის დამადასტურებელი ჩვენება ტესტირების ჩასატარებლად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან უკვე შერჩეულია შვიდი კერძო ლაბორატორია, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება ჩაატაროს ტესტირება და მათ ეს ტესტები მიღებული აქვთ ლუგარის ლაბორატორიის მხრიდან საჩუქრად“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.