აზერბაიჯანში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

A+ A-

13:00 26/03/2020

აზერბაიჯანში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით აზერბაიჯანში ინფიცირებულია 93 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 10.

აზერბაიჯანში კორონავირუსს 81 ადამიანი ებრძვის აქედან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

პრევენციის მიზნით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირანთან საზღვარი 20 აპრილამდე ჩაკეტა.

გადაიდო რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფესტივალები, როლებიც უკვე დაგეგმილი იყო.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.