ადამიანების სახლში დარჩენით ეპიდემია არ აღმოიფხვრება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს 6 გადამწყვეტ რეკომენდაციას აძლევს
ადამიანების სახლში დარჩენით ეპიდემია არ აღმოიფხვრება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს 6 გადამწყვეტ რეკომენდაციას აძლევს

A+ A-

10:06 26/03/2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ,,კოვიდ 19“-ის პანდემია გრძელდება და სახელმწიფოებს 6 გადამწყვეტ რეკომენდაციას აძლევს.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ექვს გადამწყვეტ ნაბიჯს – გააფართოვეთ, ჩაუტარეთ ტრენინგები და ეპიდემიის ეპიცენტრში გააგზავნეთ თქვენი ჯანდაცვის პერსონალი. მეორე – აამოქმედეთ სისტემა, რომლითაც ყველა საეჭვო შემთხვევას თემის დონეზე გამოავლენთ. მესამე – გაზარდეთ წარმოება და ტესტირების შესაძლებლობა. მეოთხე – განსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც მოხდება პაციენტების იზოლაცია, მოახდინეთ ამ შენობების ადაპტაცია და იყავით მზად. მეხუთე – შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა, რომლითაც კონტაქტების იზოლაციას და კარანტინში გადაყვანას შეძლებთ. მეექვსე და უკანასკნელი – მოახდინეთ მთელი მთავრობის ფოკუსირება „კოვიდ 19“-ის კონტროლსა და შეკავებაზე“, – განაცხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

გებრეიესუსის თქმით, მოსახლეობის სახლში დარჩენით ჯანდაცვის სისტემა დროს იგებს.

„ადამიანების სახლში დარჩენით, და მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვით მხოლოდ დროს ვიგებთ და ჯანდაცვის სისტემას ზეწოლისგან ვიცავთ, თუმცა მხოლოდ ეს ზომები ეპიდემიას არ აღმოფხვრის“, – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.