ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ემიგრანტის, ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა
ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ემიგრანტის, ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა

A+ A-

17:10 24/03/2020

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. გარ­დაც­ვლილს მად­რიდ­ში, სპე­ცი­ა­ლურ აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მული, ხათო ნა­ჭყე­ბია  ამ­ბობს, რომ ეს­პა­ნეთ­ში მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, დაკ­რძალ­ვას გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ და­ეს­წრე­ბი­ან.

„ვცდი­ლობ, მომ­ხდარ­ზე არ ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ მა­ინც სულ ამა­ზე მე­ფიქ­რე­ბა. არ დაგ­ვთან­ხმდნენ, რად­გან ერთი ქვეყ­ნის­თვის რომ და­ვუშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სი, სხვე­ბიც მო­ი­თხო­ვე­ნო. თვი­თონ ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის უარ­ზე. მე­უ­ფემ და­უ­რე­კა ჩემს ძმას და და­არ­წმუ­ნა, რომ სა­ნამ პან­დე­მია გა­და­ივ­ლის, იქ დაკ­რძა­ლონ და შემ­დეგ სა­პატ­რი­არ­ქო და­ეხ­მა­რე­ბა. სამ­ტრე­დი­ა­ში ოჯახ­ში იყო მი­სუ­ლი მე­უ­ფე და იქე­დან და­რე­კა.

გუ­შინ მო­ა­წე­რა ხელი ჩემ­მა ძმამ, რომ მად­რიდ­ში აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლონ. შემ­დეგ ნო­მერს მის­ცე­მენ და რომ გავა გარ­კვე­უ­ლი დრო, ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მი­წა­ში არ კრძა­ლა­ვენ, აკ­ლდა­მა­ში და­ას­ვე­ნე­ბენ. ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, 5-6 წელ­ში გვექ­ნე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ მე­უ­ფე შეგ­ვპირ­და, პან­დე­მია რომ გა­და­ივ­ლის, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა… რა სა­ში­ნე­ლე­ბაა. ვე­რა­ვინ და­ვეს­წრე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა არა­ვის დას­წრე­ბა სა­ერ­თო­დო. თვი­თონ წა­ი­ღე­ბენ და და­ას­ვე­ნე­ბენ აკ­ლდა­მა­ში”, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მული.

ცნობისათვის, 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ეს­პა­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­და. ალი­ხა­ნაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ლა­ნო­მა და­უდ­გი­ნეს, რის გა­მოც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ “დე­დე­ბის ფონდმა” ის სამ­კურ­ნა­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში გა­უშ­ვა.

„გარ­დაც­ვლილს 5 შვი­ლი დარ­ჩა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, სამ­ტრე­დი­ა­ში უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ… ბავ­შვებს ახლა მამა და მა­მი­და მი­ხე­და­ვენ” – ყ­ვე­ბა ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლი­კუ­ნა წი­ქა­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა ჰქონ­და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ოჯახ­თან.

წყარო: AMBEBI.GE