ბერლინიდან ბათუმის აეროპორტში შესრულებული სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ
ბერლინიდან ბათუმის აეროპორტში შესრულებული სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

A+ A-

19:58 23/03/2020

ბერლინიდან სპეცრეისით სამშობლოში ის მოქალაქეები დაბრუნდნენ რომლებიც ქვეყანაში ჩამოსვლას გაუქმებული ავიამიმოსვლის გამო ვერ ახერხებდნენ. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და მგზავრებს, შემოწმების შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი შესაძლოა, მათი ნაწილი კლინიკებში მოათავსონ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.