სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

A+ A-

16:23 23/03/2020

ზემო სვანეთში, სოფელ ლატალში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა და ის მესტიის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება).