ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა - კორონავირუსს ახალი სიმპტომები აღმოაჩნდა
ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა - კორონავირუსს ახალი სიმპტომები აღმოაჩნდა

A+ A-

13:15 23/03/2020

ბრიტანელმა ექიმებმა დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის ახალი სიმპტომები შეიძლება იყოს ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა.

ოტორინოლარინგოლოგიის ბრიტანეთის ასოციაციამ (ENT UK) განაცხადა, რომ ახალი სიმპტომი შესაძლოა დაფიქსირდეს კორონავირუსის ”სხვა სიმპტომების არარსებობის” დროს და პაციენტები, რომლებსაც ეს სიმპტომები ახასიათებთ, შესაძლოა იყოს ამ დაავადების “ფარული გადამზიდავი”.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის ”კარგი მტკიცებულებაა” კორნავირუსით ინფიცირებული პაციენტები სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში. მათ განუვითარდათ ეს სიმპტომი, რომელსაც ეწოდება ანოსმია.

პროფესორი განმარტავს, რომ ”იზოლირებული ანოსმიის შემთხვევების” უეცარი ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთსა და ჩრდილოეთ იტალიაში.

როგორც სპეციალისტები განმატავებ, რეკომენდირებულია, რომ ახალი სიმპტომი გამოვიყენოთ როგორც “სკრინინგის საშუალება” იმ პაციენტებთან, რომლებმაც არ აღენიშნებათ Covid-19- ით ინფიცირების სხვა ნიშნები, მაგალითად, ცხელება ან მშრალი ხველა.

„არსებობს იმის პოტენციალი, რომ თუ რომელიმე ზრდასრულ პირს ანოსმია აქვს, მაგრამ სხვა სიმპტომები არ აღენიშნება, მოეთხოვოს, რომ შვიდი დღის განმავლობაში იზოლირებული იყო“,- აცხადებს პროფესორი კლერ ჰოპკინსი.

აღნიშნულ სიმპტომებზეც საუბრობს ENT UK-ის პრეზიდენტიც, პროფესორი ნირმალ კუმარი. „ახალგაზრდა პაციენტებში არ არის რაიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი, როგორიცაა ხველა და ცხელება, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეთ უბრალოდ ყნოსვის და გემოს დაკარგვა“.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით 300 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 11 ათასზე მეტი გარდაიცვალა და 93 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.