ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლია
ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, 34 წლის  ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლია

A+ A-

16:50 22/03/2020

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარდაცვლილი სა­ქარ­თვე­ლოს მოქალაქე, 5 შვილის დედა, 34 წლის ცირა ალიხანაშვილი იყო. ის სამტრედიასი ოჯახთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ხოვრობდა. 

ცირა ალიხანაშვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ლა­ნო­მა და­უდ­გი­ნეს, რის გა­მოც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "დე­დე­ბის ფონდმა" ის სამ­კურ­ნა­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში გა­უშ­ვა.

"ქი­მი­ო­თე­რა­პია 17 ათა­სი ლარი ჯდე­ბო­და... ჩვენ მათი გზის ფული და­ვა­ფი­ნან­სეთ. დახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ წა­ვიდ­ნენ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით იქ სხვა დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და და არ იყო ეს მე­ლა­ნო­მა. და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა და რო­გორც ჩანს ორ­გა­ნიზ­მმა ვერ გა­უძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­მარ­თა, ვერ გე­ტყვით, არ მაქვს მე ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია...

გარ­დაც­ვლილს 5 შვი­ლი დარ­ჩა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­როდ­ნენ... ბავ­შვებს ახლა მამა და მა­მი­და მი­ხე­და­ვენ" - აცხადებს ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლი­კუ­ნა წი­ქა­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა ჰქონ­და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ოჯახ­თან.