ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა

A+ A-

18:32 21/03/2020

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არიან.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისმხობს.