აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსმა მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს 3 მილიონი გადაუხადეს - აფგან მუხთარლი
აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსმა მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს 3 მილიონი გადაუხადეს - აფგან მუხთარლი

A+ A-

00:18 20/03/2020

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის თქმით, ქართულ მხარეს მისი გატაცებისთვის 3 მილიონი გადაუხადეს.

„ეს ოპერაცია შეთანხმებული იყო ქართველ და აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებს შორის. აზერბაიჯანელი მაღალჩინოსანი მესაუბრა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატში მუშაობს. მან მითხრა, რომ გატაცებისთვის ქართულ მხარეს 3 მილიონი გადაუხადეს.

იქამდე საქართველოში სამი წელი ვცხოვრობდი. მთელს ამ პერიოდში აზერბაიჯანის სპეცსამსახური გვადევნებდა თვალს. შეუძლებელია ქართულ მხარეს არ ცოდნოდა ეს. ჩვენ ეს ვიცოდით, რომ ყოველდღე გვითვალთვალებდნენ. ვფიქრობ, ამის ნებართვა თქვენმა უშიშროების სამინისტრომ გასცა. ამაში კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამსახური იყვნენ ჩარეული. საზღვარზე უპასპორტოდ გადამიყვანეს. ამის შესახებ საბაჟო სამსახურმა, უშშროების სამსახურმა, კრიმინალურმა სამსახურმა იცოდა. მინიმუმ კვირიკაშვილმა იცოდა“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი 2017 წლის 31 მაისს თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს და დააპატიმრეს.

ჟურნალისტი 17 მარტს გაამართლეს და გაათავისუფლეს საპატიმროდან.

"formula news"