დიდუბე-ჩუღურეთი და მთაწმინდა-კრწანისი გაერთიანდება - როგორ გადანაწილდება საქართველოში 30 მაჟორიტარული ოლქი?!
დიდუბე-ჩუღურეთი და მთაწმინდა-კრწანისი გაერთიანდება - როგორ გადანაწილდება საქართველოში 30 მაჟორიტარული ოლქი?!

A+ A-

17:07 18/03/2020

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “2020NEWS“-თან განმარტავს, როგორ გადანაწილდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 30 მაჟორიტარული ოლქი.

თბილისში დიდუბე-ჩუღურეთი ერთ საარჩევნო ოლქად ჩამოყალიბდება, ისევე როგორც მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდება. ჯამში თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება.

რაც შეეხება რეგიონებს, ახმეტა მიუერთდება მცხეთა-მთიანეთს, რომელიც ერთმანდატიანი იქნება. სამცხე-ჯავახეთი კი ერთი მანდტის ნაცვალად, ორი მანდატის ტოლი იქნება. ასეთ შემთხვევაში, კახეთში - ორი, ხოლო თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქი ჩამოყალიბდება.

“ორი გამონაკლისია - თუკი ახმეტას მივუერთდებთ მცხეთა-მთიანეთს, რომელსაც ერთ მანდატამდე რაოდენობა არ ყოფნის, ახმეტის ჩათვლით, მცხეთა-მთიანეთი ერთი მანდატის ტოლი იქნება. სამცხე-ჯავახეთში კი ერთის ნაცვლად, ორი მანდატი იქნება. ასეთ შემთხვევაში, კახეთში ორი ოლქი, ხოლო თბილისში - რვა დარჩება.

რაც შეეხება თბილისს, ოლქები შემდეგნარად გადანაწილდება: გლდანში, სამგორში, ნაძალადევში, ისანში, საბურთალოში, ვაკეში ერთი ოლქი იქნება. დიდუბე-ჩუღურეთი და მთაწმინდა-კრწანისი კი გაერთიანდება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემის პირობებში გაიმართება. შესაბამისი საკოსნტიტუციო ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკონსტიტუციო ცვლილებები საერთო-სახალხო განხილვასაც საჭიროებს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე