"ჩემს წინააღმდეგ ზურაბ ჟვანის თანაშემწეს რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და 500 დოლარი ერთად დაჰქონდა"
"ჩემს წინააღმდეგ ზურაბ ჟვანის თანაშემწეს რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და 500 დოლარი ერთად დაჰქონდა"

A+ A-

12:07 16/03/2020

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი საქართველოს იმჟამინდელ პრემიერთან, ასევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირების დეტალებსა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარეობიდან გადადგომის დეტალებს იხსენებს საკუთარ მოგონებეში, რომელიც „2020NEWS”-მა ექსკლუზიურად მოიპოვა:

„მეორე დილას, როცა გავიღვიძე, ჩემს წინააღმდეგ უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდათ. ჟვანიამ საამისოდ შექმნა შტაბი, რომელის ხელმძღვანელობა გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორს ლაშა ტუღუშს შეთავაზეს, მაგრამ მან ეს არ იკადრა. აღარ უნდა დამთავრდეს ეს კიწმარიშვილი და მისი ამბიციები, - ამუნათებდნენ ლაშას, რომ მათ წინადადებაზე დათანხმებოდა.

ამ შტაბს ჩემს საწინააღმდეგოდ ვითომდაც კომპრომატები უნდა შეეგროვებინა და პრესით და ტელევიზიით მისი ტირაჟირება მოეხდინა. რეალურად, კი ჟვანიას თანაშემწეს, ეთერ მაისაშვილს რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და კონვერტში ჩადებული 500 დოლარი ერთად დაჰქონდა, რის გამოც ბევრი გაზეთის რედაქტორი უღირსად მოიქცა. აქეთ დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი “მეორე ფრონტს” ხელმძღვანელობდა და ეს კამპანია კარგა ხანს არ გაჩერებულა. მე ამასობაში ამერიკაში გავიქეცი, მაგრამ მაინც ვერ დაშოშმინდნენ. ბევრი წერილი შევინახე, რომელთაც ასეთი სათაურები ჰქონდათ: “რა გაუმხილა სააკაშვილზე ლეიბორისტებს ეროსი კიწმარიშვილმა აშში გაქცევის წინ”, “ეროსიმ რკინიგზა დაანგრია”, “დანაშაულებრივი გარიგება ქართულ ეკონომიკას ანადგურებს”, - სადაც ეწერა, რომ ეროსი ჩამოალაბორანტეს, არ არის გამორიცხული თვითონაც გადადგა, როდესაც მიხვდა, რომ დანაპირების შესრულების თავი არ ჰქონდა.

“კიწმარიშვილს იტალიელებიც აუმხედრდნენ.” “კიწმარიშვილ-ქაშაკაშვილის დუეტი ხიხინაშვილის წინააღმდეგ ახალ ინტრიგებს ამზადებს.” “რატომ გააკოტრა კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“, “რატომ დასცხო “ვერსიამ” კიწმარიშვილს,” “რა ვერ გაიყვეს პატარკაციშვილმა და კიწმარიშვილმა”,  როგორც ჩანს, კლანურ ბიზნესს ვარდების რევოლუცია ვერ მოერია”.

„რუსთავი 2“-ზე რაღაცა სიუჟეტი გავიდა, იმის თაობაზე რომ ურეკში “აზოტის” ქარხნის კუთვნილი პანსიონატი გაიყიდა, რომელშიც ამ ქარხნის მუშები იაფად ისვენებდნენ. პანსიონატი საეჭვო ვითარებაში ოზურგეთელმა ვინმე ტერიელ ბერიძემ იყიდა, რომლის უკან, რეალურად პატარკაციშვილი იდგა. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ “ვერსია” წერდა:  ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ტელეკომპანია “იმედმა”, კიწმარიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები სასწრაფოდ მოიკვლია და მათზე დაყრდნობით, სავაჭრო პალატის შეფს ინტრიგანისა და პროვოკატორის იარლიყი მიაწება, ამასთან არც მისი სამიზნეების გაშიფვრა დავიწყნია, ამისთვის ქვემო ქართლის გუბერნატორის სოსო მაზმიშვილის გარშემო აგორებული შავი პიარი გაიხსენა და ქვემო ქართლის უმსხვილესი ობიექტების გარდა, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორიაც ამოსწია. იტალიელი ინვესტორების გაძევება, ქარხნის ხელოვნურად გაკოტრება სწორედ ეროსი კიწმარიშვილის მიერ იყო ორგანიზებული. ეროსი კიწმარიშვილს ინტერესები მძიმე მეტალების გარდა, ქალისა და მამაკიაცის თეთრეუშლიც ჰქონია, თუმცა თუ იმედის პათოსით ვიმსჯელებთ, სავაჭრო პალატის შეფს კონკურენტებთან შანტაჟის გზით ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაშიც, მაინც არაფერი გამოუვა და სრული კრახი გარანტირებული იქნება.”

ტელეკომპანია “იმედი” საშინელ ბრალდებებს მიყენებდა. გიორგი თარგამაძე, რომელიც ახლა დეპუტატი გახდა, მოამბის ყოფილი წამყვანის, დავით სოკოლოვის ინტონაციით, პირდაპირ ეთერში საშინელ ტექსტებს კითხულობდა. სიუჟეტიც არ ჰქონდა, უბრალოდ იმ შტაბში დაწერილ ტექსტებს კითხულობდა.

პარალელურად, ჟვანიას დირიჟორობით ხმებს მიყრიდნენ, რომ “ამ ეროსის ძალიან ბევრი მოუნდა, დიდი ამბიცია აქვს რაღაც ბევრი მოინდომა. პრეზიდენტობა მოუნდა და ზურას პრემიერობას ეცილება და საერთოდ ამ კაცმა სახე საერთოდ დაკარგა.”

მე მათთვის არანაირი პასუხი “რუსთავი 2”-ის საშუალებითაც კი არ გამიცია. მე და ჩემს პარტნიორებს ჩვენი ტელეკომპანია პირადი ინტერესებისთვის არასდროს გამოგვიყენებია. უბრალოდ ვიცოდი, რომ ამ კამპანიას ჟვანია ხელმძღვანელობდა და ველოდებოდი, პრეზიდენტი მას როდის გააჩერებდა, როდის შეაწყვეტინებდა ამ კამპანიას.

ზოგიერთი რედაქტორი ჩემი განქიქებით სიამოვნებას იღებდა, მათ ჩემთან სხვა ანგარიში ჰქონდათ.

ამ მხრივ გაზეთების ”ვერსიის” და “ყველა სიახლის” გამომცემელი  მალხაზ რამიშვილი აქტიურობდა. ის ადრე „რეზონანსის“ ერთ-ერთი მეპატრონე იყო. მას ზურა ჟვანია დაეხმარა და საბეჭდი მანქანის შესაძენად 400 ათასი დოლარის გრანტი მოაპოვებინა. ამის შემდეგ ზურა და მალხაზ რამიშვილი მეგობრობდნენ. რაღაც დროის შემდეგ, რამიშვილმა „რეზონანსში“ თავისი წილი დაკარგა, ასევე დაკარგა “მამაჩემის რადიოც”, რომელიც მას ეკუთვნოდა.

2003 წლის დასაწყისში მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. იგი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა, რომ “ვერსიის”, “ყველა სიახლის” და კიდევ რაღაც ჟურნალებს უშვებდა, 50 პროცენტს დამითმობდა, თუკი მე ჩემი ტელეკომპანიის ეთერით ამ პროდუქციას რეკლამას გავუწევდი.

მართალი გითხრათ, დიდად არ მოვხიბლულვარ ამ იდეით, მაგრამ მას შევთავაზე, რომ აგვეღო საცდელად დროის რაღაც მონაკვეთი, როცა მე ამ ჟურნალ-გაზეთებს რეკლამას გავუწევდი და შემდეგ რეზულტატის მიხედვით, გვემსჯელა წილებზეც და ამ საქმის გაგრძელება-არ გაგრძელებაზეც.

ასეც გავაკეთე. მე ამ პროდუქციას რეკლამას ვუწევდი, მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოჰქონდა. სხვა გამომცემლები დაიძაბნენ, სულ კითხულობდნენ, საიდან გაუჩნდა რამიშვილს იმდენი ფული, რომ მისი პროდუქციის ფართო რეკლამირებას ახერხებდა.

ისე გამოვიდა, რომ დროც და ფულიც წყალში გადავყარე და რამიშვილს შევუთვალე, რომ მე ამ პროექტიდან გავდიოდი. ის ამაზე დაიბოღმა და მერე ჟვანიამ შანსი გაუჩინა, რომ ამ ბოღმისგან დაცლილიყო.

ჩემს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო შალვა რამიშვილი,  “სახელგანთქმული” 202-ის შემოქმედი, რომელსაც  დიდი ხნის წინ მე შევუკვეთე “დარდუბალა“, აპარატურა ვაყიდინე და ამ გადაცემას მთლიანად ჩემი დაფინანსებით აკეთებდა.

ესაც ჩემი მტრების რიგში ჩადგა და დასაცინ სიუჟეტებს აკეთებდა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთ რაღაცაზე ორნაირად რეაგირებენ: ან ცხვირ-პირს ულეწავენ, მართლა პირდაპირი მნიშვნელობით, ან სასამართლოში უჩივიან. მე არც ერთი გავაკეთე და არც მეორე, იმიტომ რომ ელოდებოდნენ, რომ ნერვები მიმტყუნებდა და ამას გავაკეთებდი.

ამ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებიდან ორი თვის შემდე, შევიტყვე, რომ ჟვანიას სურდა ჩემთვის ობსტრუქცია მოეწყო და როგორც სავაჭრო პალატის ვითომდა არშემდგარი თავმჯდომარე, თანამდებობიდან გადავეყენებინე. თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ ჟვანია აღარ იყო ჩემი გაღიზიანების მთავარი სუბიექტი.

ეს გახდა ის ბოლო წვეთი, რომლის გამოც 2004 წლის აგვისტოში პრეზიდენტთან მივედი და გამოვუცხადე, რომ მე თანამდებობიდან გადავდექი“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.  

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

17. "რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი

18. რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?

19. როგორ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას პრემიერობიდან გადაყენებას და რაში იხდიდა 220 მილიონ დოლარს?

20. ასე იწყებოდა "ვარდების რევოლუცია" აჭარაში - რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?