იტალიაში 41 წლის ქართველი ქალი და 16 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
იტალიაში 41 წლის ქართველი ქალი და 16 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

A+ A-

16:37 13/03/2020

იტალიის ქალაქ ბარიში ერთ-ერთ ბინაში დეიდა-დისშვილი გარდაცვლილები იპოვეს.  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ინფორმაცია "2020NEWS"-ს ბარში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა დაუდასტურა.

გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი და 41 წლის ქალი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. პირველადი ინფორმაციი​თ, ისინი ბუნებრივი აირით გაიგუდნენ. 

"2020NEWS" დამატებით დეტალებს არკვევს.