16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება - მოსალოდნელია წვიმა და თოვლი
16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება - მოსალოდნელია წვიმა და თოვლი

A+ A-

13:07 13/03/2020

ხვალ, 14 მარტს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპიც იყოს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა , დოდო გვაზავამ განaცხადა.

მისივე თქმით, 15 მარტს გამოიდარებს, მაგრამ 16 მარტიდან საქართველოში კვლავ არამგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

„დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მაღალი იქნება, დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +17 +22 გრადუსი. ხვალ დღისით საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +18 გრადუსი იქნება.

დედაქალაქშიც გაწვიმდება და დღის ბოლოს დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი, ხვალ თბილისში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +17 გრადუსი. ნალექის ინტენსივობა 15 მარტს შესუსტდება, მხოლოდ ერთი დღით გამოიდარებს. 16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება“, - აცხადებს გვაზავა ჟურნალისტებთან საუბრისას.