არდადეგების პერიოდში მასწავლებლებსა და ტექნიკურ პერსონალზე ხელფასები შეუფერხებლად გაიცემა
არდადეგების პერიოდში მასწავლებლებსა და ტექნიკურ პერსონალზე ხელფასები შეუფერხებლად გაიცემა

A+ A-

11:15 12/03/2020

„სკოლის ადმინისტრაციის მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში შეუფერხებლად გაიცემა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

„განათლების სამინისტრო მუშაობს ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ რეკომენდაციები, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში და მეორე მიმართულება გახლავთ ინსტრუქციები, რომელსაც განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ამზადებს, რომ განახლებული სასწავლო პროცესის დროს სკოლას ჰქონდეს ინფორმაცია თუ როგორ მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზანს“, - აღნიშნა დგებუაძემ.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 29 თებერვალს სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა.

შედეგად, სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო და 16 მარტას უნდა დასრულებულიყო, თუმცა სწავლის პორცესი 1 აპრილამდე გადავადდა.