ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანელ მილიონერზე იქორწინა
ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანელ მილიონერზე იქორწინა

A+ A-

12:10 10/03/2020

ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანელ მილიონერზე იქორწინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "Insider" ავრცელებს. 

როგორც, გამოცემა  წერს, ანჯელინამ ბრიტანელ მილიონერზე იქორწინა, მაგრამ მისი სახელი საიდუმლოდ რჩება. ცნობილია, რომ საქორწილო ცერემონია ლონდონში, "Chateau Miraval -ში" გაიმართა. ეს ადგილი ისეთ უბანში მდებარეობს, სადაც პაპარაცებს შეღწევა განსაკუთრებით უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას აინტერებეს ანჯელინას კაბა, მისი ქმარი და საქორწილო დიზაინიც კი, მსახიობს პირადი ცხოვრების გაზიარება ძალიან არ უყვარს.

აღსანიშნავია, რომ  მან ბრედთან განქორწინებაზე პირველი კომენტარი 1 წლის შემდეგ გააკეთა. შემდეგ კი მისი შეუცვლელი შავი ტანსაცმელი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და შვილებთან ერთად სახლიდან გასვლა და საყიდლებზე წასვლა გადაწყვიტა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტს ბევრ ქალთან გაბმული რომანი "მიეწერებოდა", მისი და ანჯელინა ჯოლის ურთიერთობა ყველაზე ამოუხსნელი და ჩახლართული იყო. ულამაზესი წყვილი, მუდამ მსოფლიოს ცენტრში იყო და მათ ადგილას ყოფნას ბევრი ადამიანი ნატრობდა.

შეგახსენებთ, 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ.

"report.ge"