როცა პროტოკოლზე სიყვარული იმარჯვებს - პრინცი უილიმისა და ქეით მიდლტონის იშვიათი ფოტო
როცა პროტოკოლზე სიყვარული იმარჯვებს - პრინცი უილიმისა და ქეით მიდლტონის იშვიათი ფოტო

A+ A-

12:18 07/03/2020

პრინი ჰარისა და მეგან მარკლისგან განსხვავებით, უილიმსა და ქეით მიდლტონს გრძნობების საჯაროდ აფიშირება ეკრძალებათ. პროტოკოლის მიხედვით, მომავალი მეფე და დედოფალი ქცევის მკაცრად განსაზღვრულ წესებს ექვემდებარებიან, რომელსაც სამეფო ოჯახი მკაცრად იცავს. ამის მიუხედავად, პაპარაცები იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული წყვილის რომანტიკული ფოტოების გადაღებას.

ამჯერად ასეთი ფოტო დუბლინში გადაიღეს. სანაპიროზე მოსეირნე წყვილი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ისინი ჯერ ხელჩაკიდებულები სეირნობდენ, შემდეგ კი ხელგადახვეულები ათვალიერებდნენ პეიზაჟებს. სწორედ ეს კადრი მოხვდა ინტერნეტში და სოციალური ქსელები დაიპყრო.

"რადიო ფორტუნა"