რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

A+ A-

11:56 05/03/2020

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. 

„ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.