ეს არის მეთაური, რომელიც ასადის რეჟიმს დაამარცხებს - თურქეთის სპეცოპერაციას "საგაზაფხულო ფარი" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ეს არის მეთაური, რომელიც ასადის რეჟიმს დაამარცხებს - თურქეთის სპეცოპერაციას "საგაზაფხულო ფარი" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

A+ A-

12:21 03/03/2020

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვათ, ჩვენი ქვეყნის საზღვრები გარშემორტყმული იყოს ტერორისტული ორგანიზაციებისა და რეპრესიული რეჟიმის მიერ“, - ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ სირიაში არმიისა და ასადის რეჟიმის სამხედრო ტექნიკის დანაკარგი, რაც მათ თურქეთის შეტევის შემდეგ მიიღეს, "მხოლოდ დასაწყისია".

იდლიბის პროვინციაში დაძაბული ვითრების შეფასებისას,  თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია „საგაზაფხულო ფარი“ 1 მარტს დაიწყო და ეს ეს მეოთხე სპეცოპერაციაა, რომელიც სირიაში თურქეთმა ჩაატარა. მანამდე თურქეთმა ჩაატარა შემდეგი სპეცოპერაციები: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის ფილიალი“ და „მშვიდობის წყარო”.

აღსანიშნავია, რომ „საგაზაფხულო ფარს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დღეიდან სპეცოპერაციას უხელმძღვანელებს თურქეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი სინან იაილა. ერთ-ერთი თურქული გამოცემა წერს, რომ „ეს არის მეთაური, რომელიც ასადის რეჟიმს დაამარცხებს“.

„იდლიბის პროვინციაში ოპერაციებს, ჯერჯერობით, შეზღუდულ რეჟიმში ვატარებთ, რადგან ეს საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა. მას შემდეგ რაც 27 თებერვალს ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ,  ჩვენ გავზარდეთ ოპერაციის  მასშტაბები“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადება გააკეთა, რომ თურქეთმა გაანეიტრალა სულ 2 ათასი 557 სირიელი ჯარისკაცი, ასევე გაანადგურა 135 ტანკი, 40-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 45 ქვემეხი,  12 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 29 საზენიტო იარაღი, ერთი უპილოტო თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 16  საბრძოლო მასალა და 2 თვითმფრინავი.

თარგმნა : კატო მაზიაშვილი