დიღომში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
დიღომში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

A+ A-

13:14 02/03/2020

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე  „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ამ დროისათვის,  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ყაჩაღობას და 236-ე მუხლის 3-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა და ტარებას ითვალისწინებს.