ჭაჭა გადაგვარჩენს - ქართველების "ღლიცინი" კორონავირუსზე (ვიდეო)
ჭაჭა გადაგვარჩენს - ქართველების "ღლიცინი" კორონავირუსზე (ვიდეო)

A+ A-

18:49 27/02/2020

"მსოფლიოს ეჭვი აქვს. რომ კორონა ვირუსი შექმნეს და გაავრცელეს ქართლელებმა და მეგრელებმა. ნიორის და ლიმონის გასაღების მიზნით". - ახალი კორონავირუსის აღმოჩენასა და გავრცელებას სოციალურ ქსელში, პანიკურ შიშთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან სახალისო გამოხმაურებებიც მოჰყვა. ეს პოსტი აჭარელ ნოდარ ცინცაძეს ეკუთვნის.

სოციალურ ქსელში პანდემიის მსგავსად, უმარავმა სახალისო პოსტმა, ვიდეომ, გიფმა თუ მემემ იფეთქა.

ახალგაზრდები აქტიურად განიხილავენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მკითხავ ლელა კაკულიას ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებს, რომ კორონავირუსი ვერაფერს დააკლებდა და ვერ შეეხებოდა წილხვდომილ ქვეყანას.

იუმორის ტალღა აქ არ შეჩერებულა და სამედიცინო ნიღბების დეფიციტსაც შეეხო, სოციალურ ქსელში აქტუალური პირბადიანი შოთა რუსთაველი.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც გვასწავლის ბიუსჰალტერისგან პირბადის დამზადებას.

 

აქტუალურია კორონავირუსის მკურნალობის ხალხური მეთოდებიც. თუმცა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებისთვის ხუმრობის ყველაზე აქტუალური  თემა მაინც  ეროვნული  სიამაყე  - „ჭაჭა“  გახდა.

კორონა ვირუსის მკურნალობა ჭაჭით, კახური რეცეპტი, - ტორესა მოსისგან

„კორონა ვირუსს ამარცხებს ალკოჰოლი, კოკაინი და მარიხუანა“. - წერს ერთ-ერეთი „ფეისბუქ“ მომხმარებელი .

ხაშური ჩემი ქალაქია : "ხაშურიდან წასულები არ დაგინახოთ აქ ჩამოსულები, არაფერი გადაგვდოთ. ვაცხადებ კარანტინსა და ჭაჭით მკურნალობას"

ავატარი ხაშური ჩემი ქალაქია  „კორონავირუსის ამბავსა და გაგებაში“ ხაშურის მაჟორიტარს, სიმონ ნოზაძეს,  სამჯერ ყოფილ მაჟორიტარსა და კიდევ მეოთხედ  დეპუტატს, ოღონდ უკვე სიით, ვალერი გელაშვილსა და მოქმედ მერს, გიორგი გურასპაშვილსაც გადასწვდა :

"ხაშური ! სიომას, ვალიკოს და თაფლას თუ შევწირავთ ღმერთებს კორონა არ მოგვეკარება". "მამაჩემმა! ოციან ორნახად ჭაჭას გავცვლი 2018-იან, ტექდათვალიერება გავლილ, ტოიტა ლენდკრუიზერშიო".

კორონავირუსთან მიმართებაში პოლიტიკოსები  აქტიური თემაა ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილის პოსტშიც.

მარიამ მაჭარაშვილი