ხვალ, სასტუმრო "რუმს თბილისში" "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" დაარსებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ხვალ, სასტუმრო "რუმს თბილისში" "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" დაარსებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

A+ A-

19:39 18/02/2020

 „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დაარსებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხვალ, სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან:  საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.