რისთვის მოაბრუნა ირაკლი შოთაძე გენპროკურორად "ქართულმა ოცნებამ" ?!
რისთვის მოაბრუნა ირაკლი შოთაძე გენპროკურორად "ქართულმა ოცნებამ" ?!

A+ A-

18:40 18/02/2020

“ქართულმა ოცნებამ“ გენპროკურორის თანამდებობიდან სკანდალურად გადამდგარი ირაკლი შოთაძე ამავე პოსტზე “მეორედ მოავლინა“.

რატომ გააკეთა ეს? - როგორც პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს, მართველმა პარტიამ შოთაძე თანამდებობაზე პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად დააბრუნა. მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე შოთაძის დამტკიცება მმართველი პარტიის მიერ დადგმული მორიგი, უხარისხო სპექტაკლი იყო.

“ითქვა, ირაკლი შოთაძის გენპროკურორად არჩევა გამჭვირვალე პროცესი იყო, ნამდვილად ასეა, რადგან ყველასთვის ცხადი იყო, რომ ამ თანამდებობაზე შოთაძეს დაამტკიცებდნენ. დღეს ვიხილეთ მორიგი, ძალიან გრძელი, უხარისხო სპექტაკლი.

პრობლემა ირაკლი შოთაძეში არ არის. როდესაც სისტემა მანკიერია, გენერალურ პროკურორად ვის დაამტკიცებენ, რა მნიშვნელობა აქვს?! ფაქტია, მთავარი პროკურორის არჩევის კრიტერიუმია, რამდენად შეასრულებს ის “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს.

საქართველოში არსებული მმართველობითი სისტემის ალგორითმი ადამიანის ქმედებებს განსაზღვრას, თორემ შოთაძე ყველაზე ცუდი ვარიანტი, შესაძლოა, არც იყოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა გენპროკურორის თანამდებობიდან სკანდალურად გადამდგარი ირაკლი შოთაძე ამავე პოსტზე მეორედ დაამტკიცა. მმართველმა პარტიამ შოთაძის კანდიდატურას კენჭი განხილვის გარეშე უყარა. შოთაძე დეპუტატების წინაშე მოხსენებით არ წარსდგა, შესაბამისად, მან არც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე