ამერიკის ელჩი ოპოზიციას შეხვდა
ამერიკის ელჩი ოპოზიციას შეხვდა

A+ A-

16:15 18/02/2020

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. ინფორმაციას ამის თაობაზე აშშ-ის საელჩო ავრცელებს. შეხვედრას ესწრებოდა: დავით უსუფაშვილი, თინა ბოკუჩავა, ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია და გიორგი ვაშაძე.“დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა.

ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, როგორც "2020NEWS" -ს "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ელჩთან შეხვედრამდე განუცხადა, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს, რადგან სახელისუფლებო "ფარსში" მონაწილეობის მიღება არ სურს.