ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება
ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

A+ A-

11:18 18/02/2020

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში დღეიდან ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

„უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, დღესვე პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტებისა და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.