"გოგაშვილო, ზვიად გამსახურდია შენნაირმა ვითომ ქართველებმა გააგდეს და იმ ჩეჩენმა ხალხმა მიიღო, რომელსაც ასე აგდებით მოიხსენიებ" - მაჩალიკაშვილი
"გოგაშვილო, ზვიად გამსახურდია შენნაირმა ვითომ ქართველებმა გააგდეს და იმ ჩეჩენმა ხალხმა მიიღო, რომელსაც ასე აგდებით მოიხსენიებ" - მაჩალიკაშვილი

A+ A-

17:00 17/02/2020

გოგაშვილო!!! საქართველოს პირველი პრეზიდენტი შენნაირმა ვითომ ქართველებმა გაგდეს, მაგრამ სწორედ იმ ჩეჩენმა ხალხმა მიიღო ცოცხალიც და მკვდარიც, რომელსაც ასე აგდებით მოიხსენიებ“, - ასე პასუხობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ მაჩალიკაშვილი ქართულ გვარს არ იმსახურებს და გოგაშვილს გახრწნილ არარაობას უწოდებს.

“გოგაშვილო !!! საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ჩვენი ზვიადი, შენნაირმა ვითომ ქართველებმა, სულით და ხორცით გახრწნილმა არარაობებმა ჯერ გააგდეს საქართველოდან და მერე მზაკვრულად მოგვიკლეს!!! სწორედ იმ ჩეჩენმა ხალხმა მიიღო ცოცხალიც და მკვდარიც და გულში ჩაიხუტა, რომელ ერსაც ასე აგდებით მოიხსენიებ...ვინ გდიხარ და რა უფლებით მიუთითებ ვინ რა გვარი ატაროს და სად იცხოვროს...გირჩევნია შენს თავზე იფიქრო. როცა გადაგაშენებთ, რა სასჯელი გელის!!! მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც სწორად აზროვნებს. მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს. დიდი პატივისცემით მალხაზ მაჩალიკაშვილი. მშვიდობა გქონდეთ“, - წელს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილზე განაცხადა, რომ ” იგი ღირსი არ არის ქართული გვარი (მაჩალიკაშვილი) ატაროს. ტერლოევია და იყოს ტერლოევი”, - აცხადებს გოგაშვილი.